ბულინგი

   კონფლიქტი, კაცობრიობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. განსხვავებული შეხედულებები თუ ღირებულებები, უსახსრობა, აღქმის სხვადასხვაობა, ინფორმაციის ნაკლებობა ან დამახინჯება, შეზღუდული დრო და პირობები, ასევე მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა კონფლიქტის გამოწვევის ძირითადი და ყველაზე გავრცელებული მიზეზებია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ადამიანი დაცინვის საგანიც გახდეს. ბულინგი სწორედ ამას გულისხმობს, კერძოდ ადამიანის ჩაგვრას, სხვადასხვა ფაქტორების გავლენით. ბულინგი ძირითადად სკოლის სივრცეში შეინიშნება, როდესაც ბავშვები ერთმანეთს დასცინიან შესაძლებლობების, უსახსრობის, განსხვავებული ხედვის და ფიზიკური ნაკლოვანებების გამოც კი, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ბულინგისა, არსებულ მიზეზთაგან.



   ბულინგს ძირითადად, რეგულარული ხასიათი ეძლევა, მანამ სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა. მაშინ, როდესაც ბავშვს დასცინიან, ფიზიკურად ძალადობენ, არად აგდებენ ამა თუ იმ ბავშვს და არც მათთან თამაშის  უფლებას აძლევენ ბულინგის მსხვერპლს. ამ დროს, ბავშვი, რომელსაც აბულინგებენ, გარიყულად გრძნობს თავს და შემდგომში უჭირს საზოგადოებაში ინტეგრირება და ადაპტაცია, ახასიათებს დაბალი თვითშეფასება და ნაკლებად თავდაჯერებულობა, რაც წარმატების მისაღწევად საკმაოდ აუცილებელი ნიშნებია.

„ხუთი წლიდან სათვალეს ვატარებ, ახლომხედველი ვარ, ამხანაგები ადრე ბრუციანს მეძახდნენ, მე ვუთხარი მათ, რომ მწყინდა ასე მომართვა, მერე ერთმა მითხრა: კაი, ბრუციანი თუ არ მოგწონს, შურიკას დაგიძახებთო, ამისთვის ბევრჯერ მიტირია. აღარ მინდოდა სათვალის გაკეთება, მაგრამ დედამ დამარწმუნა, რომ ეს ჯერ აუცილებელია. სკოლიდანაც მინდოდა გადასვლა, მაგრამ ორმა კლასელმა ბიჭმა გამამხნევა და მითხრა, რომ მათ ყურადღება არ მივაქციო. მე მაინც ძალიან მტკივა გული."-ამბობს 11 წლის ბულინგის მსხვერპლი.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სოციუმი ხშირად უგულებელყოფს ბულინგს და ზოგჯერ არასერიოზულადაც აღიქვამენ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ამან შეიძლება დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე და შესაძლოა, მის მომავალზეც.

ქვემოთ არსებული ცხრილი, ასახავს 2015-2018 წლებში, საქართველოს სკოლებში ბულინგის შემთხვევების რაოდენობას მოსწავლეებში:

 

წელი

2015

2016

2017

2018

ბულინგის შემთხვევა

 

71

 

109

 

189

 

 

105

 

  როგორც ხედავთ, ბულინგი ცუდად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე, ამიტომ უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ეს ქმედება, ერთის მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ბულინგის მსხვერპლი არ დაიჩაგროს და მეორეს მხრივ, თუ, ბავშვობიდანვე ბულინგის განხორციელებაზე არანაირ რეაგირებას არ მოვახდენთ და ბავშვს არ მივუთითებთ, რომ შემდეგშიც არ გაიმეორეს ეს, მაშინ მომავალში, დიდი შანსია, იმისა, რომ ასეთი ბავშვები მოძალადეებად იქცნენ. ამიტომ, საჭიროა აღმოვფხვრათ ეს პრობლემები. ამასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგები ასეთ რჩევებს სთავაზობენ მშობლებს:

„ასწავლეთ ბავშვს საკუთარ თავში დარწმუნებულობის დემონსტრირება. მაგალითად, კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვედრისას მან თვალები კი არ უნდა დახაროს და მზერა აარიდოს, არამედ პირიქით, თვალის დაუხამხამებლად უნდა ჩახედოს აგრესორს თვალებში და წყნარად, მაგრამ დაბეჯითებით და გარკვევით უთხრას, ვთქვათ: “გაჩერდი! მე არ მომწონს, რასაც შენ აკეთებ”. შემდეგ კი ყურადღება არ მიაქციოს აგრესორის შესაძლო დაცინვებსა და უსიტყვოდ, ღირსეულად წავიდეს.“

„განიხილეთ ბულინგის პრობლემა სხვა მშობლებთან ერთად. სავსებით შესაძლებელია, რომ აგრესიის მსხვერპლი სხვა ბავშვებიც იყვნენ. თუ გაარკვევთ მათ ვინაობას, პრობლემა მათ მშობლებთან ერთად განიხილეთ.“

„აცნობეთ სკოლის ხელმძღვანელობას თქვენი შეშფოთება ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ ქმედებებს ფსიქოლოგები განიხილავენ, როგორც უკიდურესს, მაგრამ ძალზე ეფექტურებს. შესაძლებელია მოითხოვოთ მოზრდილთა მხრიდან ბავშვებზე კონტროლის გაძლიერება შესვენებების დროს, დერეფნებსა და სკოლის მთელ ტერიტორიაზე. სპეციალისტთა მტკიცებით, მსგავსი ღონისძიებები ამცირებს ბულინგის ალბათობას ბავშვის სკოლაში ყოფნის პერიოდში.“

 

შეუშალე ხელი ძალადობას!



 

 

განოყენებული ლიტერატურა:

 

www.intermedia.ge

www.phf.org,ge

www.rossieronline.usc.edu - ფოტო

https://youtu.be/MUskhI_y7R4 - ვიდეო

Comments