ქალთა მიმართ ძალადობა

 


 ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ამ პრობლემას კომპლექსური ხასიათი გააჩნია და მოქმედებს არა მხოლოდ უშუალოდ მსხვერპლზე , არამედ მის გარშემო მყოფ ადამიანებზე, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებსა და ბავშვებზე.

ძალადობაზე დამყარებული ურთიერთობები ჯერ კიდევ პირველყოფილ საზოგადოებაში გვხვდება ,იმ პერიოდში როცა ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა და ცეცხლის დანთებას სწავლობდა. ამ ყველაფერს ის განაპირობებდა რომ ძალები სუსტსა და ძლიერს შორის ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ნაწილდებოდა, შედეგად კი ქალს ,,სუსტი“ სქესი ეწოდა . საუკუნეების მანძიზე მამაკაცსა და ქალს შორის სოციალური როლები მუდმივად  და უცვლელად განიხილებოდა. ყოველივე ამის გამო ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობისა და ჩაგვრის მსხვერპლი ძირითადად ქალია.


ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ტიპი არსებობს, მათ შორისაა: ფიზიკური შეურაცხყოფა,ტრეფიკინგი,სექსუალური ძალადობა, იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმა,იზოლაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა,იძულებითი ქორწინება და ა.შ. ქალთა მიმართ ძალადობა ძირითადად ვლინდება ოჯახში, ცოლსა და ქმარს შორის, როცა ქმარი ფიზიკურად,ფსიქოლოგიურად ან სექსუალურად ძალადობს ცოლზე. ოჯახში ძალადობა თითქოს ჩვენს საზოგადოებაში ტაბუდადებული თემაა. ეს მეტად მტკივნეული პრობლემა განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში გახდა აქტუალური და მწვავე. ამ პრობლემის ქვეყანაში არსებობა დაადასტურა და სამართლებრივად ცნა 2006 წელს პარლამენტში მიღებულმა კანონმა  „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ,ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ.“,თუმცა ქვეყანაში არ არსებობდა სრულყოფილი სტატისტიკა 2009 წლამდე,ამასთან  ტარდებოდა ლოკალური კვლევები , რაც არ იძლეოდა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის სრულ სურათს...

არსებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში  ყოველი 4 ქალიდან 1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლია,. 15 000 ადაამიანი განიცდის სექსუალურ ძალადობას ყოველწლიურად, დაახლოებით 520000 ადამიანი იღუპება ძალადობის მიზეზით. მილიონობით კი იტანჯება, უდიდეს ფსიქოლოგიურ სტრესშია ,გადატანილი საშინელების გამო...მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს 10 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხული იქნა 24 000 ქალი, შედეგები შესაბამისად გადანაწილდა: პარტნიორის მხრიდან ძალადობას განიცდის ქალთა 20 % იაპონიაში, 50% ბანგლადეშში, პერუსა და ტანზანიაში (განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საგანგაშოა) 70 % ეთიოპიაში. სხვადასხვა ქვეყნებში გოგონების 19% - 48% მიუთითებს სექსუალური ძალადობის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისის შემდეგ, აჭარაში ფიქსირდება. სპეციალისტები კი მიიჩნეევნ, რომ ეს ციფრები რეალურ სიტუაციას ზუსტად არ ასახავს და ოჯახში ძალადობის შემთხვევა გაცილებით მეტია. ფაქტობრივად საპატრულო პოლიციის ყოველი მეოთხე გამოძახება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდი

ოჯახური ძალადობის მთავარი მიზეზებია: ეჭვიანობა, უმუშევრობა და სიღარიბე; ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე, ქმრის მიმართ უპატივცემულობა, ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის და გამგებლის „უფლება“ - იძალადოს ფიზიკურად მეუღლეზე, ალკოჰოლური მდგომარეობა. შემორჩენილი სტერეოტიპი-წარმოდგენა ოჯახში მამაკაცის დომინანტური როლის შესახებ და სხვ. შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი ქალების რიცხვის ტენდენცია საქართველოში აბსოლუტურად მზარდია, რაც ძალიან სავალალო მდგომარეობაა ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც საქართველოა. 35%-ით გაიზარდა მოძალადე კაცთა რიცხვი და 38%-ით მსხვერპლ ქალთა რაოდენობა. განსაკუთრებით მაღალია, როგორც მოძალადე, ისე მსხვერპლის რიცხვი 25-44 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობაში, რაც პრობლემას განსაკუთრებით აქტუალურსა და საგანგაშოს ხდის.

აღმოჩნდა რომ COVID პანდემიამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა, იზოლაციისას ქალთა უდიდესი ნაწილი იძულებული გახდა სახლში მეტი დრო გაეტარებინა, რამაც ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას და შედეგი უფრო მძიმე გახდა.

ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იქნება მაშინ თუკი ამაღლდება ადამიანთა ცნობიერება. ქალმებმა უნდა იცოდნენ რომ მათი დაცვა სახელმწიფოს კანონით შეუძლია, პირველ რიგში მათვე უნდა გაანალიზონ რომ ქალი დამოუკიდებელი , სრულუფლებიანი არსებაა, რომელსაც დამოუკიდებლად, სხვისი ძალდატანების გარეშე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მათ თავად უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ, განსაუთრებით პრობლემა რეგიონებშია , სადაც ნაკლებია კომუნიკაცია ქალთა დაცვის ორგანიზაციებსა და  ქალს შორის. 2017 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა რომ საზოგადოებას არასწორი დამოკიდებულება აქვს ქალთა მიმართ ძალადობასთან მიმართებაში, ისინი ზოგჯერ ქალს ადანაშაულებენ მომხდარში ,ეს ყველაფერი კი , სტერეოტიპული აზროვნებით არის განპირობებული, რითაც ირღვევა ქალთა უფლებები, ხშირად სწორედ საზოგადოების არასწორი მიდგომის გამოა რომ ქალები არ მიმართავენ სამართალდამცავ სტრუქტურებს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით , ისინი თავს იდანაშაულებენ მომხდარში და სირცხვილად მიაჩნიათ ამ თემაზე საუბარი:


რაც შეეხება არანაკლებ მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის საზოგადოება, საზოგადოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძალადობის გამოვლენაში და მის აღმოფხვრაში, ვინაიდან და რადგანაც სწორედ მის წიაღში იბადება ძალადობა, საზოგადოება ზოგჯერ თავადვე გაურბის ამ საკითხზე საუბარს , მათ ეშინით მოძალადის, მაგრამ ვერ იაზრებენ იმას რომ, ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა თავადაც გახდნენ- მოძალადე ყოველთვის შობს მოძალადეს და თუკი არ მოხდება მათი აღკვეთა ,მივიღებთ არატოლერანტულ საზოგადოებას,  ეს ნაბიჯები კი სკოლის ასაკიდანვე უნდა გადაიდგას: ჩატარდეს რაც შეიძლება მეტი ლექცია-ტრენინგი ამ თემასთან დაკავშირებით, მოეწყოს სხვადასხვა სოც. პროგრამები არა მხოლოდ დიდ ქალაქებში არამედ რეგიონებსა და სოფლებში, სადაც რეალურად ამ თემაზე საუბარს გაურბიან . თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა შეიგნოს რომ ჩვენს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი არა მარტო ჩვენს არამედ სხვის ცხოვრებაზეც აისახება.

თითოეული ადამიანის სიცოცხლე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მოძალადეებისა და მსხვერპლის მომრავლებული ფაქტების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება. მატულობს ყოფილი ქმრებისგან ცოლის მკვლელობის, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის ფაქტები. რა თქმა უნდა, ძნელია ქვეყანამ შეძლოს ფორსირებული ტემპით ძალადობის პრევენცია. განსაკუთრებული როლი ახალგაზრდობამ უნდა შეასრულოს, ვინაიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ადამიანის თვითშეგნების გაზრდასა და ახალგაზრდა თაობის კეთილგონიერებას: იფიქროს და გადაჭრას ისეთი მწვავე საკითხები, როგორებიცაა: გენდერული უთანასწორობა,გენდერული ნიშნით ძალადობა, ბავშვთა და ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა და ა. შ.

 

გამოყენებული მასალა:

1.ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში. 2017წ

2. www.geostat.ge

3. ,,ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკური ასპექტები“ -ნინო აბესაძე

Comments