ნაადრევი ქორწინება

სახელმწიფოს სიძლიერეს, თითოეული ოჯახის ძლიერება განაპირობებს. ოჯახი ერთგვარი მიკროსახელმწიფოა, ამიტომ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის პროცესში დიდი მნიშვენელობა აქვს ოჯახის განვითარებას. ოჯახის შექმნა, არც თუ ისე მარტივი პროცესია, მას კარგად გააზრება, ფსიქოლოგიური მზადყოფნა და დაგეგმვა სჭირდება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიამები ვერ აანალიზებენ ამ ყველაფერს, ან არასერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს, რასაც სავალალო შედეგები, კერძოდ კი ოჯახის ნგრევა მოჰყვება. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ზრდასრულ ადამიანებზე და ალბათ მიხვდებით, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევმა ქორწინებამ, რაც არც თუ ისე იშვიათია დღევანდელ რეალობაში. ამ თემაზე ცოტა  ადამიანი საუბრობს ღიად, რაც შესაძლოა ერთ-ერთ მიზეზად მივიჩნიოთ ამ არასწორი ქმედების გახშირებული შემთხვევებისა.



საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108- მუხლში წერია, რომ "ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან", ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140- მუხლის თანახმად, "სქესობრივი კავშირი კანონით დაშვებულ ასაკს მიუღწეველ პირთან, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე". გამომდინარე იქედან, რომ არასრულწლოვანი ადამიანები ვერ მიიღებენ სამართლებრივ ლეგიტიმაციას ქორწინების შესახებ, მაგრამ ისინი მაინც ერთად ცხოვრობენ, მათ ვერ ვუწოდებთ "ოჯახს".

ამ მხრივ, მძიმე ვითარებაა აჭარაში:

“სოფელში სადაც გავიზარდე, მხოლოდ ცხრა კლასის განათლების მიღებაა შესაძლებელი, შემდეგ კი გოგონებს ათხოვებენ, ეს იქ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ოჯახის შექმნაში ხედავენ ბედნიერებას, რაც ასე არ არის 15 წლის და 17 წლის გოგოებმა ბევრი უნდა ისწავლონ რათა დამოუკიდებლები გახდნენ და არ დაიჩაგრონ. ყველა ხელს იშვერდა ჩემკენ, რადგან ოჯახის შექმნას სწავლა ვამჯობინე. იქ მშობლებს არავინ ეწინააღმდეგება… აუცილებლად უნდა მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები, უნდა ხდებოდეს სხვადასხვა ორგანიზაციების მეტი ჩართულობა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ტრენინგების მეშვეობით“- განაცხადა აჭარაში მცხოვრებმა გოგონამ.

ზოგჯერ, ნაადრევი ქორწინება სხვა პირთა ზეგავლენით ხდება, ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით თუ შანტაჟით. შესაბამისად, ამ დროს ირღვევა ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლენა და რაღა თქმა უნდა, ძალით შექმნილი "ოჯახი" დიდხანს ვერ გასტანს. სამწუხაროდ, ზოჯერ სინანულის გრძნობაც კი უჩნდებათ ადამიანებს, მათი ქმედების გაანალიზების შემდეგ:

"ბავშვის გაჩენის გარდა, ყველაფერს შევცვლიდი. ალბათ, ჩემს კა იერას მივხედავდი უფრო მეტად, ჩემს თავს დავუთმობდი უფრო მეტ დროს" - ნაადრევ ქორწინებაში მყოფი ქალი.

მნიშვნელოვანია, ეს საკითხი ბიოლოგიურ ჭრილშიც განვიხილოთ. იმის გამო, რომ მოზარდის ორგანიზმი ჯერ კიდევ ვითარდება და არ არის ჩამოყალიბებული და მისი ორგანიზმი არ არის მზად ორსულობისა და ბავშვის გაჩენისთვის, ამან შესაძლოა ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვიოს. დიდია მშობიარობის გართულების რისკი, ასევე ნაადრევი მშობიარობა და მკვდარშობადობა. სტატისტიკურად დადგენილია, რომ 15- დან 18 წლამდე მშობიარობის დროს, ზრდასრულ ქალთან შედარებით, ორჯერ დიდია რისკი გოგონასა და ჩვილის სიკვდილისა. გარდა ამისა, ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, ხშირია სხვადასხვა დაავადებების არსებობა და უნარშეზღუდულობა.

მეტად მნიშვნელოვანია, ის ფაქტორი, რაც ნაადრევ ქორწინებას ახლავს თან. კერძოდ, არასაკმარისი განათლება, ამ დროს ხომ ბავშვს სკოლაც კი არ აქვს დამთავრებული, გამომდინარე აქედან გაუჭირდება მუშაობის დაწყება და შესაბამისად ოჯახის რჩენა. აქვე მეორე პრობლემა წამოიჭრა, ეს არის ეკონომიკური ფაქტორი, მატერიალური სიდუხჭირე, რომელიც ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. გარდა ამისა, განათლების გარეშე, რთულია აღზარდო შვილი ან უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რთულია სათანადოდ აღზარდო ის. ეს, ცუდად აისახება მომავალ თაობებზე და ზოგადად მთელ ქვეყანაზე.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემცირდეს ნაადრევ ქორწინებათა რიცხვი?

საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, თუ რა დამღუპველი შედეგების მოტანა შეუძლია ნაადრევ ქორწინებას. ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნდა იქნას ჩატარებული სხვადასხვა შემეცნებითი და მოწოდებითი პრესკონფერენციები ამ თემასთან დაკავშირებით და სახელმწიფომაც რაღა თქმა უნდა უნდა იზრუნოს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

 

აქვე მინდა შემოგთავაზოთ ადრეული ქორწინების სტატისტიკური მონაცემები:

1.      ქორწინებათა რიცხვი ასაკის მიხედვით (2012):

 

სულ ქორწინებათა რიცხვი

ქალის ასაკი

მამაკაცის ასაკი

16

წლამდე

16-19

16

წლამდე

16-19

30 412

--------

4137

14%

-------

843

3%

 

 

2.       ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი დედის ასაკის მიხედვით (2012):

 

სულ

ცოცხლად

დაბადებუ

ლთა

რიცხვი

დედის ასაკი

 

15

წლამდე

 

 

15

 

16

 

17

 

18

 

სულ

ცოცხლად

დაბადებუ

ლთა

რიცხვი 18

წლამდე

ასაკობრივ ჯგუფში

57 031

26           0,05%

 

 

114

 

425

 

977

 

1602

 

3144

5,5%

 

3.      15-19 წლის ასაკში დაქორწინებული გოგონების რიცხვი განათლების მიხედვით (2005), (ბიჭების შესახებ მონაცემები მისაწვდომი არ არის):

 

განათლების დონე

 

15-19 წლის

დაქორწინებული ქალების

დაწყებითი

 

34%

არასრული საშუალო/საშუალო

 

17%

არანაირი განათლება

 

49%

 

ყურადღება: რადგანაც, ნაადრევი ქორწინების ფაქტების ხშირი დაფარვა ხდება, ამიტომ ცხრილით წარმოდგენილი მონაცემები, შესაძლოა გარკვეულ ცდომილებებსაც შეიცავდეს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

www.myrights.gov.ge

www.kvira.ge

 www.mastsavlebeli.ge 

Comments