კიბერბულინგი

 

კიბერ ბულინგი - ადამიანის დამცირება, ჩაგვრა, შეურაცხყოფა ინტერნეტის საშუალებით. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ამ საფრთხის წინაშე სულ უფრო მეტია ადამიანია, მიუხედავად მისი ცნობადობისა თუ სოციალური სტატუსისა.კიბერბულინგის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა.ხშირადკიბერბულინგის მსხვერპლები დაუდევრობის ან ნაკლების სიფრთხილის გამო ვხდებით, ხშირად კი ამას სხვა ადამიანების მიერ გავრცელებული ჩვენი პერსონალური ინფორმაცია იწვევს. ინტერნეტში ხშირად შევხვდებით მომხმარებლებს რომლებიც სხვა ადამიანების ფოტოებს , ვიდეოებს ან პირად მიმოწერას ასაჯაროებენ , რაც ხშირ შემთხვევაში შანტაჟის , მუქარისა და დაშინების საფუძველი ხდება. ეს ყოველივე კი დამანგრევლად მოქმედებს ადამიაქნის ფსიქოლოგიაზე. ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ თინეიჯერები არიან, რომლებიც  აქტუალურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და ყოველდღიურად ,,ასაჯაროებენ“ მათ პირად ცხოვრებას.


რა შეიძლება გამოიწვის კიბერბულინგმა და როგორ ვებრძოლოთ მას?

მიუხედავად იმისა, რომ კიბერბულინგის რისკჯგუფში ყველა ინტერნეტ მომხმარებელი შედის, არსებობს გარკვეული სოციალური უნარები რომლებიც გვეხმარება თავი ავარიდოთ ამ საშინელ საფრთხეს, მაგალითად, როგორიცაა ადამიანის ნებისყოფა და შესაძლებლობა გაუძლოს ზეწოლას , დარჩეს საკუთარ პოზიციაზე და იყოს თავდაჯერებული.

კიბერბულინგს ისეთივე ნიშნები ახასიათებს, როგორიც ჩვეულებრივ ბულინგს ,მუქარას , ძალადეობასა და შანტაჟს. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა ის რომ ამოვიცნოთ კიბერბულინგის მსხვერპლი : "უფრო გაღიზიანებულია, იოლად ბრაზდება, ჩაკეტილია საკუთარ თავში და მაქსიმალურად არიდებს თავს კომუნიკაციას, რათა მისი შინაგანი მდგომარეობის, საიდუმლოს შესახებ არ გახდეს ცნობილი. გუნება-განწყობის დაქვეითება და იზოლაცია არის ერთ-ერთი ცხადი ნიშანი. ამავდროულად, ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და ყველასა აუცილებლად ერთი და იგივე ნიშნები არ აქვს. ამიტომ, როცა ბავშვის ხასიათი, ინტერესები მკვეთრად იცვლება, ოჯახის წევრი უნდა იყოს ძალიან ფხიზლად", - ამბობს ფსიქოლოგი

კიბერბულინგი ადამიანს ძალიან ღრმა და მძიმე ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს. ყველაზე მძაფრი საჯარო ,,შერცხვენაა“ , როცა მისთვის ძალიან პირადული ინფორმაცია სხვებისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

"ეს ჩაგვრა ძალიან ხანგრძლივად მოქმედებს და მინახავს ადამიანები, რომელთა ცხოვრებაზე ბავშვობის ტრავმა 20-30 წლის შემდეგაც ახდენს გავლენას. ეს მოქმედებს თვითშეფასებაზე, რის გამოც საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებენ, რადგან ყველგან წარუმატებლობის, დაცინვის, ჩაგვრის შიში აქვთ. არის შემთხვევები, როცა ადამიანი მარადიულად რჩება მსხვერპლის მდგომაროებაში და სულ ახალი და ახალი ძალადობის სამიზნედ გადაიქცევა ხოლმე. ხდება ისეც, რომ წარშულში მსხვერპლი შემდეგ რევანშს იწყებს, გადადის სხვა სტადიაზე და თვითონ ხდება მოძალადე. ცხადია, არის შემთხვევებიც, როცა ადამიანები უმკლავდებიან ამ ტრავმებს, ეს დამოკიდებულია მათ პიროვნულ რესურსებზე, ასევე, გარშემომყოფებზე", - ამბობს ფსიქოლოგი.

ძალიან დიდია მშობლის როლი , ისინი უნდა დაეხმარონ თავიანთ შვილებს იმაში, რომ ბავშვებმა  გაიაზრონ თავიანთი უფლებები და ისიც თუ ვის უნდა მიმართონ  უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ თუ როგორ მართონ სწორად სოციალურ ქსელში მათი ანგარიშები, გაარჩიონ ერთმანეთისგან ყალბი და ნამდვილი ინფორმაცია, არ ენდნონ ბრმად სხვა ინტერნეტ მომხმარებლებს და ,,ონლაინ“ მეგობრებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და სკოლის როლი, უნდა ჩატარდეს სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან , განსაუთრებით კი სკოლაში , იმისათვის რომ  ამაღლდეს მედიაცნობიერება, რაც დაგვეხმარება ამ ვეებერთელა „კიბერსამყაროს“ სწორად მართვაში

 

გამოყენებული ლიტერატურა:

www. Tabula.ge

ფოტო:www.europapress.es


Comments