მულტიკულტურულ გარემოში წარმოქმნილი კონფლიქტი

 


„მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“

საქართველოსთვის მულტიკულტურალიზმის საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანას სხვა კულტურებთან თანაარსებობის დიდი გამოცდილება ოდითგანვე აქვს. საქართველოში კულტურული მრავალფეროვნება პირველ რიგში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით იყო განპირობებული.ჩვენი ქვეყანა ლინგვისტური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. საქართველოს სახელმწიფო ენებია ქართული და აფხაზური (აფხაზეთის ავტონომიურ ტერიტორიაზე). ქართულად, საქართველოს ოფიციალურ ენაზე, საუბრობს მოსახლეობის 71%, რუსულად–9%, სომხურად–7%, აზერბაიჯანულად–6%, ხოლო 7% სხვა ენებზ ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 72 ათასი ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეა, რომელთაგან 67 953 მოსწავლე, ანუ, დაახლოებით 94%, არაქართულენოვან სკოლებში სწავლობს. ანალოგიური ვითარებაა მასწავლებლებთან მიმართებითაც. არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა 95%- ზე მეტი მოსახლეობის კომპაქტურად განსახლების ადგილებში ეთნიკურად არაქართველია და პირიქი.მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 13.2 პროცენტი მიეკუთვნება ეთნიკური უმცირესობას. მათ შორის რაოდენობით ყველაზე მსხვილ ჯგუფებს წარმოადგენენ აზერბაიჯანელები (6. 2 პროცენტი) და სომხები (4.5 პროცენტი), რომლებიც კომპაქტურად არიან წარმოდგენილი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში (ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები), დანარჩენი ეთნიკური ჯგუფები კომპაქტურ დასახლებებს ნაკლებად ქმნიან და განსახლებულები არიან სხვადასხვა რეგიონებსა და ურბანულ მულტიკულტურალიზმის პოლიტიკა საქართველოში 3 ცენტრებში.

წლების განმავლობაში საქართველოში ხორციელდება არაერთი პროგრამა და პროექტი, რომელიც მიმართულია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ინტეგრაციისაკენ. მიუხედავად ამისა უამრავი პრობლემა არსებობს განათლების, კულტურის, დასაქამების, უმცირესობათა პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში ჩართულობის კუთხით ,ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ტოლერანტობის თვალსაზრისით. საქართველოში ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეგვიძლია უპირველეს ყოვლისა მივიჩნიოთ 2006 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ ,,ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის’’ რატიფიცირება.

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, დღესაც, 2021 წელს აქტუალურია მულტიკულტურულ გარამეოში წარმოქმნილი კონფლიქტები. სახელმწიფო ხელს უწყობს  ეთნიკურ ჯგუფებს თავიანთი კულტურის შენარჩუნებაში: (სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი - მუხლი 27)იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობები, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას განეკუთვნებიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე, იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ და აღასრულონ თავიანთი რელიგია ან გამოიყენონ მათი მშობლიური ენა“ Top of Form( რისი მაგალითიცაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მეჩეთები თუ სინაგოგები) საზოგადოების მხრიდან არსებობს გარკვეული სახის აგრესია , რაც ხელს უწყობს ადგილობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის წარმოქმნასა და ესკალაციას.

საზოგადოების მხრიდან აგრესია შესაძლოა წარმოიშვას რელიგიურ ნიადაგზე, რისი მაგალითიცაა გურიის კონფლიქტი : მუსლიმი მოსახლეობის თქმით ,ქრისტიანებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს და არ აძლევდნენ იმის საშუალებას , რომ  მათ ლოცვა აღესრულებინათ. საბედნიეროდ, კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდა, მოლაპარაკების საფუძველზე.ამავე თემას ეხმიანება, სულ ახლახანს, დმანისში ეთნიკური ნიშნით მომხდარი კონფლიქტი, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, სადაც სვანეთიდან ჩამოსული ეკომიგრანტები ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დაუპირისპირდნენ .

როგორ აღმოვფხვრათ მულტიკულტურულ გარემოში წარმოქმნილი კონფლიქტები?

პირველ რიგში, უნდა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება , რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს სხვადასხვა სახის შეხვედრები ადგილობრივ და ეთნიკურ მოსახლეობასთან . უნდა გატარდეს პროგრამები ამ თემასთან დაკავშირებით და ხელი შეეწყოს ქართველ და ეთნიკურ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციას, რისი მაგალითიცაა MAC Georgia-ს -თეატრალური ფესტივალი, ლიდერთა ბანაკი და სხვ.  უნდა მოხდეს ეთნიკური ჯგუფების ორგანიზაციების დაფინანსება კულტურული ღონისძიებების მხარდასაჭერა.

იმისათვის , რომ თავიდან ავირიდოთ კონფლიქტების გამძაფრება , საჭიროა დავიცვათ სამი ძირითადი პირობა: მოლაპარაკება , კომპრომისი და თანამშრომლობა.

დემოკრატიის განმტკიცება და განვითარება საქართველოს საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რომლის მისაღწევად აუცილებელია ინდივიდთა შორის თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა. ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვა და მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული საზოგადოების ხელშეწყობა, მნიშვნელოვნად განაპირობებს დემოკრატიულობის ხარისხსა და განვითარება. ხელისუფლების და საზოგადოების საერთო გამოწვევად და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშემშლელ ფაქტორად უნდა დასახელდეს ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების საკითხების მიმართ დაბალი ცნობიერებ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

www.ug.edu.ge

ფოტო:www.aversi.ge

 

 

Comments